შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, სალომე „ზურაბიშვილმა დღეს უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის“.
„ეს შენობა სთვის მემკვიდრეობით არავის გადაუცია, ქართველ ხალხს და მის პრეზიდენტს ეკუთვნის. დღეს, ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. დღეიდან ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის. დარწმუნებული ვარ, ის ასეც მოიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ღია რჩევებს და სურვილებს სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, რომ ამა თუ იმ შენობაში გამაგრდნენ. არასერიოზულია ამაზე საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს