10:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგს გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი 10:00 საათზეა ჩანიშნული.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოებას მოუწოდა, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და დააანონსა, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.
„მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი – ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი – ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო