ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
ფრანგული მედიის ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა.
მათივე ცნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო.