ირაკლი კირცხალია: ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს ბატონ ყაველაშვილს – დაუბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტს შელახული და ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია

მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის იხელმძღვანელებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„ამ წესით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკაში მოხდა პირველად და ეს ესეც უნდა მომხდარიყო, ამიტომ მართლაც მნიშვნელოვანი და ისტორიული თარიღია უახლოესი საქართველოს ისტორიაში, ხოლო რაც შეეხება ბატონ ყაველაშვილს საზოგადოებას მინდა ვუთხრა და, მე პირადად დარწმუნებული ვარ, და დამერწმუნეთ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის იხელმძღვანელებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებით. ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს ბატონ ყაველაშვილს, რომ დაუბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტს ის შელახული და ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია, რომელიც არამხოლოდ ს პერიოდში, არამედ ზოგადად ბოლო ათწლეულებია ამ ინსტიტუტს აყენებენ შეურაცხყოფას“, – განაცხადა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა

შე დეენემით ნაციონალო, ბიძინა ივანიშვილთან მიგაგზავნეს და გინდა დალაგება, რომ შენი პატრონები, “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ილაპარაკებ კორუფციულ სქემებზე?