ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა

ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის და წითელი ხიდების მიმდებარედ შეიკრიბნენ და „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ და ამ ფორმით, ერთთვიან უწყვეტ აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არ დაინიშნება.
„მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში გაერთიანება შეგვიძლია. დღეს სიმბოლურად ვიკრიბებით, რუსთაველის და წითელ ხიდებზე. ხიდი არის როგორც გამაერთიანებელი წარსულის და აწმყოსი და ჩვენც ამიტომ ხიდებთან მოვაწყვეთ „ერთობის ჯაჭვი“. ამ ფორმით გრძელდება უწყვეტი პროტესტი, უცვლელი მოთხოვნებით. იმედი მაქვს, რომ გაერთიანდება ქვეყანა ამ მოთხოვნების გარშემო, გათავისუფლდებიან დაკავებულები და დაინიშნება ახალი ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს – სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

სიმონ ჯანაშია – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კითხვა უნდა დავსვათ ასე: რატომ ახლა, პასუხი მარტივია: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო – ცნობილი კაციჭამია რომ გასამართლდეს, იქაც გაჩნდება კითხვა, რადგან სასამართლო გვაქვს უსამართლო