პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, მალე ვიხილავთ ეკონომიკურ კრიზისს – გიორგი ბუტიკაშვილი

პარტნიორებმა ისაუბრეს ფინანსურ სანქციებზე, რომელსაც პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად მიიღებს, სავარაუდოდ, საახალწლოდ – სანქციები საქართველოსთვის ძალიან ცუდია, პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ვიხილავთ ეკონომიკურ კრიზისს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა ლიეტუველ და პოლონელ ევროპარლამენტარებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბუტიკაშვილის თქმით, პარტნიორები საქართველოში ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ.
„დღეს ისინი მონაწილეობას იღებენ ჯაჭვშიც. ხვალაც იქნებიან ჩვენთან ერთად აქციაზე. მათი მთავარი „მესიჯი“ იყო: ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ვისაც სურს ევროპაში ინტეგრაცია, არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ პარლამენტს, პრეზიდენტს და ს მანდატის გვერდით დგანან. მათი მთავარი ამოცანაა, გვაჩვენონ სოლიდარობა, დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და იყვნენ ჩვენთან ერთად. ეს იყო საუბრის მთავარი თემა. ასევე, მათ ისაუბრეს სანქციებზე, რომელსაც პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად მიიღებს, სავარაუდოდ, საახალწლოდ. ამაზე მუშაობენ, ეს ფინანსური სანქციები იქნება“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
რაც შეეხება -ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ სთვის დაწესებულ სანქციებს, ბუტიკაშვილი ამბობს, რომ სანქციები კვლავ გაფართოვდება.
„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ერთმნიშვნელოვანი და ცხადი იყო. ბიძინა ივანიშვილს მისცეს შანსი არჩევნებამდეც, მის შემდეგაც და ის დასანქცირდებოდა, თუ არ დაიცავდა ქართულ დემოკრატიას, დემოკრატიულ ღირებულებებს. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და მიიღო სანქციები. სანქციები გაფართოვდება. ადამიანები, ვინც ჩართულები არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, პირდაპირ კავშირში არის რუსეთთან. ეს სანქციები ეხება რუსეთს, ამ სანქციებით დასანქცირებულია ზახაროვა, ლავროვი და ყველა, ვინც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიას უთხრის ძირს. სწორედ ამ სანქციებში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი. სანქციები გაიზრდება, გაფართოვდება, მაგრამ კიდევ უტოვებენ ივანიშვილს შანსს, რომ წავიდეს მოლაპარაკებაზე, დიალოგზე, რაც ქალბატონმა სალომემ შესთავაზა და დაინიშნოს ახალი “,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
მისივე თქმით, „აღნიშნული სანქციები საქართველოსთვის ძალიან ცუდია, ვინაიდან საქართველო ხვდება იმ სივრცეში, სადაც საერთაშორისო ინვესტიციები ვეღარ შემოვა.
„ჩვენ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ვიხილავთ ეკონომიკურ კრიზისს, სიღატაკეს და სიღარიბეს, რომელიც ელოდება საქართველოს თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი