პიტერ სკინერმა ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად მნიშვნელოვანი კოლექცია გადაცა

ბრიტანული წარმოშობის ამერიკელმა ისტორიკოსმა, საქართველოს შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორმა პიტერ სკინერმა ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ინგლისური ლიტერატურა, რომელსაც მრავალი წელი აგროვებდა.
„ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბატონ პიტერს ერთგული მეგობრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის.
წიგნები უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია, მიმდინარეობს დამუშავება და მალე გახდება ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილი.
წიგნების ტრანსპორტირება უზრუნველყო კომპანია „გდალკომ“ (ხელმძღვანელი გოჩა დარჩიაშვილი), რისთვის მადლობას ვუხდით მას“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე