ბადრი ჯაფარიძე – ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების“ და მოხმარდება ხალხს – შეგვიწყვიტონ მანდატები და ხვალვე შეწყდება დაფინანსება

ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების“ და მოხმარდება ხალხს. შეგვიწყვიტონ მანდატები და ხვალვე შეწყდება დაფინანსება, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის არ თქმას.
აღნიშნულით ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ თქვა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, მთავრობაშიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერები პარლამენტში შევლენ. კითხვის საპასუხოდ, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ეს სიცრუეა“.
„ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი პროპაგანდისტული სიცრუე, ეს არის ხალხის ფული და „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მივცემთ ეს ფული შეჭამოს, ამ ფულს ხალხს, იმ ადამიანებს მოვახმართ, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა სცემა, დააპატიმრა, რომელთა ოჯახებსაც დახმარება სჭირდებათ. როგორც კი დაფინანსება შეგვიწყდება, ეს დაფინანსება შეწყდება, ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების“ ფული და მოხმარდება ხალხს, ვიდრე მანდატებს არ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვიტონ მანდატები ხვალ და ხვალვე შეწყდება დაფინანსება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტის 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს