არჩევნების შემდეგ, ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი – ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ მედიაში გასულ სიუჟეტზე

ირაკლი კობახიძე დღეს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ს ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტს ეხებოდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეფასებით, ძებნაში მყოფი და კორუფციაში ბრალდებული დავით კეზერაშვილი, საკუთარ ტელევიზიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეპორტაჟებს უკვეთავს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ტრადიციული ხელწერაა.
“ერთ მხარეს არის კეზერაშვილი, ნაცი, რომელმაც მილიონები მოპარა ქართველ ხალხს, წაართვა, დააყაჩაღა და მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მარტო ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული 3 მილიარდი დოლარი. ეს კორუმპირებული კეზერაშვილი, ყაჩაღი, მძარცველი ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს, მის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ნაცური თავხედობა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალურად ვუყურებდით ამ ნაცურ თავხედობებს, მაგრამ მე მგონი, არჩევნების შემდეგ, ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი,” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში