გიორგი გამსახურდია: სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი – “ფორმულას” კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს სისულელეებს

გიორგი გამსახურდია: სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი – “ფორმულას” კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს სისულელეებს
აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას სხვა რომ ეპატიჟება), – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ირკვევა, რომ FARA-ს მასალების მიხედვით, კონგრესმენი ჯო ვილსონი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ ფულს იღებს.
გამსახურდიას თქმით, უილსონის სიტყვას ჩალის ფასი აქვს და თუ ვინმე უჩენს მტრებს -ს, სწორედ უილსონის მსგავსი ადამიანები არიან, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე მოაწერენ ხელს.
“აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას სხვა რომ ეპატიჟება). ჩვეულებრივი ფორმულას კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს ამ სისულელეებს. ამის სიტყვას ჩათვალეთ ჩალის ფასი აქვს, ამათ დასახვეტად შედის ის კარგი კაცი მალე თეთრ სახლში და სწორედ ილონ მასკს დაავალა ამისთანა ფულზე დახამებულების თავიანთ ადგილებზე დასმა.
P.S. თუ ვინმე უჩენს ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრებს, სწორედ ამისთანა ტიპები, ჩაბუდებულები უსასრულოდ და ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე ხელის მომწერები.მიხედავს ბატონი დონალდი ამათ, თან მალე.” – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს