საქპატენტმა უზბეკეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების თანამშრომლებს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში გამოცდილება გაუზიარა

საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებით უზბეკეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებისთვის 2-დღიანი ვებინარი გაიმართა.
საქპატენტის ინფორმაციით, სასწავლო აქტივობა უზბეკი კოლეგების ოფიციალური მომართვის საპასუხოდ დაიგეგმა და მიზნად ისახავდა გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას.
„უზბეკეთი ამჟამად გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა მისთვის პრიორიტეტულია.
ვებინარის ფარგლებში განიხილეს საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა, მათ შორის, ეროვნული და საერთაშორისო რეგისტრაციის პროცედურები, 2023-2024 წლებში გატარებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კანონმდებლობის რეფორმა, ასევე, უფლების აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკული ასპექტები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენის სტრატეგიებსა და სპეციფიკაციების შემუშავების თავისებურებებს, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და წარმატებულ პროექტებს.
ვებინარს უძღვებოდნენ საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე, იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნიკოლოზ როგავა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ქართველიშვილი და, ასევე, ა(ა)იპ „ორიჯინ საქართველოს“ სპეციალისტი ლილი დარჩაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმატებული გამოცდილება, მათ შორის, გასულ კვირას 5 ახალი გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქპატენტის ძალისხმევას აღნიშნული სფეროს განვითარებაში.
საქპატენტი კვლავაც განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას სასწავლო აქტივობების ორგანიზებით, რაც, აგრეთვე, ხელს უწყობს უნიკალური ქართული პროდუქციის შესახებ ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!