გიორგი გამსახურდია: „ნაცბაბლს“ ჰგონია, რომ ლიბერალური ფაშისტები და “ვოუქერები” ბიძინა ივანიშვილს ამ დროებითი სანქციებით დააშინებენ – ნურას უკაცრავად, არ გცოდნიათ თქვენ მისი პატრიოტული და კაცური სული

გიორგი გამსახურდია: „ნაცბაბლს“ ჰგონია, რომ ლიბერალური ფაშისტები და “ვოუქერები” ბიძინა ივანიშვილს ამ დროებითი სანქციებით დააშინებენ – ნურას უკაცრავად, არ გცოდნიათ თქვენ მისი პატრიოტული და კაცური სული
ეს ბოლო ნაბიჯი ქონდა, მილევად რეჟიმში მყოფ ბაიდენის ადმინისტრაციას და ესეც გამოიყენეს, – ასე აფასებს გიორგი გამსახურდია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის -ის მიერ სანქციების დაწესებას.
მისი თქმით, “ნაცბაბლს” ჰგონია, რომ ლიბერალური ფაშისტები ბიძინა ივანიშვილს დროებითი სანქციებით დააშინებენ, თუმცა, ისინი ივანიშვილს არ იცნობენ.
“ეს ბოლო ნაბიჯი ჰქონდა, მილევად რეჟიმში მყოფ ბაიდენის ადმინისტრაციას და ესეც გამოიყენეს. ჯერ ვოშინგტონ ეგზამინერში შეკვეთილი სტატია, მერე ფარას დოკუმენტის თანახმად,მათი ლობისტი ჯო უილსონი (კაცი კონგრესმენია და 300 მილიონიან ქვეყანაში 35 ათასი ფოლოვერი ყავს,მათ შორის არცერთი არც ტრამპის გარემოცვა და ტრამპზე ხომ საუბარიც არაა), მოდერეით რესპუბლიკელი თავისი პოსტებით სოც.ქსელში და ა.შ. ამ ნაცბაბლს ჰგონიათ რომ ლიბერალური ფაშისტები და ვოუქერები,ბიძინას ამ დროებითი სანქციებით დააშინებენ, ნურას უკაცრავად, არ გცოდნიათ თქვენ ბიძინა და მისი პატრიოტული და კაცური სული. შევა ის კარგი კაცი, მალე თეთრ სახლში და ვნახავთ მაგ სანქციების გზას და კვალს. დაიხსომეთ დღევანდელი დღე.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას