ლექსო ქავთარაძე – პროტესტის მუხტით ცივილურმა სამყარომ დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც განვითარება და წინსვლა უნდა – ევროპა და ამერიკა ყოველთვის ეხმარება მებრძოლ ერებს

პროტესტის მუხტით ცივილურმა სამყარომ დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც განვითარება და წინსვლა უნდა, რომელსაც უნდა ევროპული მომავალი, ამიტომ ევროპა და ამერიკა ყოველთვის ეხმარება მებრძოლ ერებს, ვისაც დამოუკიდებლობის სურვილი აქვს, შესაბამისად, მათი რეაქციები არის ადეკვატური, – ამის შესახებ მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ (ლექსენი) განაცხადა.
მომღერლის თქმით, -ს მხრიდან რეაქციები მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ეს არის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, ცხადია ყველა სოციალური ფენის, პროფესიის მიუხედავად ყველა ერთიანდება, თავიანთ სათქმელს ამბობენ, თავიანთი წვლილი შეაქვთ ამ პროცესში. რეალურად მიტაცებულ ქვეყანას ვიბრუნებთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა პროფესიის ადამიანის მარში. საბოლოო ჯამში, ერთი დიდი ზღვა ხდება, ტყუილად არ ჰქვია ეროვნული მოძრაობა, რომელიც
ბოლოს გადაიქცევა საქართველოს გათავისუფლებით და რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებით.
პროტესტის მუხტით ცივილურმა სამყარომ დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც განვითარება და წინსვლა უნდა, რომელსაც უნდა ევროპული მომავალი, ამიტომ ევროპა და ამერიკა ყოველთვის ეხმარება მებრძოლ ერებს, ვისაც დამოუკიდებლობის სურვილი აქვს, შესაბამისად, მათი რეაქციები არის ადეკვატური. ეს ჯერ დასაწყისია, კიდევ უფრო გამკაცრდება თუ მალე არ მოეგებიან გონს და არ გაათავისუფლებენ ტყვეებს”, – განაცხადა „ლექსენმა“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას