შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და დაღუპულების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა: „სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ”.
თეა ახვლედიანმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
„დაღუპულთა გლოვის ამ მძიმე დღეებში ვუცხადებთ სოლიდარობას აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს, რომლებთანაც ჩვენ მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს”, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის ჩანაწერში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, „აზერბაიჯანის ავიახაზების” კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას