,, ივანიშვილზე პირადად და ოცნებაზე როგორც პოლიტიკურ პროექტზე რუსებს რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
,,ხუმრობის გარეშე, ივანიშვილზე პირადად და ოცნებაზე როგორც პოლიტიკურ პროექტზე რუსებს რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული. კავშირები, რესურსები, სპეც სამსახურების მიერ შემუშავებული ოპერატიული გეგმები, აგენტები რომლებიც სხვა პროექტების ნაცვლად აქ ჩართეს და შედეგი ნული.
ძნელი სათქმელია, რა უფრო პრობლემურია ივანიშვილისთვის, ამერიკული სანქციები თუ გამწარებული პუტინი. რუსული პროექტი ჩავარდა, ივანიშვილმა უნიჭოდ ჩააფლავა დავალება. წესით, ივანიშვილს თამაშიდან გაიყვანენ, არასდროს სპეცსამსახურების ისტორიაში, ჩავარდნილ პროექტში ჩავარდნის მიზეზისთვის მეორე შანსი არ მიუციათ.”

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს