ზელენსკი მართავს შეხვედრებს კონგრესში და მოლაპარაკებებს ბაიდენთან

აშშ-ის პრეზიდენტი სამშაბათს თეთრ სახლში მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ს. ყურადღების ცენტრშია მიმდინარე ბრძოლა ს აგრესიის წინააღმდეგ და ვაშინგტონის მხრიდან ს დახმარების გაგრძელება.
12 დეკემბერს დილით ზელენსკი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება ვიზიტით -ში, სენატორების წინაშე გამოვიდა. მოგვიანებით ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდება.
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.
წინა კვირაში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს თეთრი სახლის მოთხოვნა, 106 მილიარდი დოლარი გამოყონ უკრაინისა და სთვის საგანგებო დახმარების სახით. ბაიდენის ადმინისტრაციამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობას აღარ ექნება სახსრები უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად. კონსერვატორების თქმით, ისინი უარს იტყვიან დახმარების ამ პაკეტის დამტკიცებაზე, თუკი დემოკრატები და თეთრი სახლი არ დათანხმდებიან მასშტაბურ რეფორმებს იმიგრაციის სფეროში.
ამერიკის მედიის ცნობით, გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლენკფორდმა ორშაბათს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება. არადა კონგრესის არდადეგებამდე სამი დღე რჩება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა შეასუსტებს მის თავდაცვისუნარიანობას. Wall Street Journal-ის ფორუმზე გამოსვლისას სალივანმა თქვა, რომ თუკი დახმარება შეწყდება, ეს ს ხელს შეუშლის იმაში, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიები, მით უმეტეს გაუჭირდება რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული მიწების დაბრუნება.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 41% მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 32% წინააღმდეგია, დანარჩენებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!