თამრიკო ჭოხონელიძე – ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო – ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები

ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები. მგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას ამბობს, – ამის შესახებ მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ აქციაზე განაცხადა.
“ხელისუფალი იმიტომ გქვია, რომ ხალხს უნდა ემსახურებოდე. ისინი ქართველ ხალხს არ იცნობდნენ. ჩემთვის
ეს ადამიანები ძალიან დაჩაგრულები არიან თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება არ იცოდნენ, რომ ეს ელოდათ. ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები. მგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას ამბობს. კიდევ 30 დღე რომ დასჭირდეს, არ დავიღლებით, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ერთ მხარეს არის დაღუპვა, მეორე მხარეს არის გადარჩენა, რა თქმა უნდა, წავალთ იქ სადაც გადარჩენაა. ეს ხელისუფლება აღმოჩნდა მარიონეტი, ყველაზე დიდი მტრის, ეს არის , ამაზე მწყდება გული. ქართული გვარის მატარებლები არიან და რა ჩაიდინეს? როგორ არ რცხვენიათ?!
ჩვენ ვართ გაბრაზებულები. მეგონა, რომ მარტო მშვიდი და ლაღი სიმღერის სიმღერა შემეძლო, თუ მე ხმას ასე ამოვიღებდი, ნამდვილად არ მეგონა. ყველაფერი შეუძლია გაბრაზებულ ადამიანს. ახლა არის კატეგორიული მოთხოვნა და ეს უნდა გააკეთონ.
ქვეყანაში ისეთი მოვლენები ვითარდება, უნდა მიხვდნენ, რომ მათი საქმე ვერ არის კარგად და დროზე მიხვდნენ და გამოუშვან დაპატიმრებული ადამიანები, ახალ წელს ოჯახში შეახვედრონ”,- განაცხადა ჭოხონელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა