– გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში

გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ს დასანქცირებასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
ვაშაძის შეფასებით, ეს ხალხის ბრძოლის შედეგია, რომელსაც პარტნიორები ხედავენ და აფასებენ.
„ხალხის ბრძოლას თავის შედეგი აქვს. მთელი მსოფლიო ხედავს ქართველი ხალხის პროტესტს და ეს სერიოზული წარმატებაა ამ პროტესტის.
როცა ვამბობთ, სად არიან ჩვენი პარტნიორები – აი, აქ არიან ისინი, რომლებიც ხედავენ ამ უდიდეს პროტესტს, რომელიც საქართველოშია. ამიტომაც, მივესალმები ამ ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვფიქრობ, რომ გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

თამარ ჩერგოლეიშვილი – ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე