სს „მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯიას“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”-ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:

· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
· სს “მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯია”-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
იურიდიული პირების შემთხვევაში:

· ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
· უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
· სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 (სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”-ს ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.