„დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის“ – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა -ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.
„დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის. ესტონეთმა სანქციები დააწესა მასზე და კიდევ 27 პირზე, ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავე გზას მიჰყვებიან“, – წერს მარგუს ცაჰკნა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება -ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.