გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი და უღირსობა

ოპოზიციური პარტიები დავობენ ერთმანეთში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არის თუ არა დათმობა და პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის გარკვეული ნიშნები, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
“რეალური სურათი ასეთია, როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი, როგორც ყოველთვის უღირსობა, როგორც ყოველთვის რაღაც თამაშები, რომლებიც აკადრეს მთელს საზოგადოებას კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც ფულს იღებენ, ვინც ფულს არ იღებენ ისინიც. ახლა დავობენ ერთმანეთში არის თუ არა ეს დათმობა და პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის გარკვეული ნიშნები, უფრო სწორედ პარლამენტში ყოფნის დადასტურება და სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურად აღიარება. აი ამ თემაზე კამათის დროს, რასაკვირველია, იკარგება ყველაფერი, რასაც ჰქვია სერიოზულობა, სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში