გაათავისუფლეს ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელმაც „ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკა

მიხეილ ბუცხრიკიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის თავად აცხადებს.
ბუცხრიკიძემ გუშინ, 26 დეკემბერს გააკრიტიკა „ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ძალადობა მომიტინგეებზე.
„დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან.ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე. ჩემი განათლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, სუფთა ხელებით. თანამდებობა და ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და არც ყოფილა, მთავარია საკუთარი ქვეყნის უანგაროდ სიყვარული.პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე საჯარო სამსახურში, მადლობას გიხდით ყველა იმ დღისათვის, როდესაც ჩვენ ერთად, ერთ გუნდად, პატივისცემითა და ერთმანეთის დაფასებით პირნათლად ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას“, — წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო საქართველოში: ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა – ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება