ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილზეა – World Economic League Table

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილზეა – World Economic League Table
World Economic League Table 2025-ის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 27,363 PPP (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი) დოლარია, რაც მას წარმოაჩენს, როგორც საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანას.
ანგარიშის მიხედვით, 187 ქვეყანას შორის, ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილზეა.
PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე -ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, თუ ლარი დოლარის მიმართ უფასურდება და მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარში იზრდება.
„პროგნოზები მიუთითებს, რომ ქვეყანას აქვს მშპ-ს ძალიან ძლიერი, 7.6%-ით ზრდა 2024 წელს.
გლობალურად ბევრი სხვა ეკონომიკისგან განსხვავებით, 2024 წელს ქვეყანამ შეძლო შეენარჩუნებინა სამომხმარებლო ფასების ზრდა ძალიან ზომიერ დონეზე (1.1%-ზე). მიმდინარე წლის სავარაუდო ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ათი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს (4.9%).
2024 წელს უმუშევრობის დონე შემცირდა 1,9 პროცენტული პუნქტით და 14,5%-მდე შეადგინა.
2025-დან 2029 წლამდე Cebr-ის პროგნოზით, მშპ-ს ზრდის წლიური ტემპი შემცირდება საშუალოდ 5.2%-მდე. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია საშუალოდ 5.0%-მდე წელიწადში.
უახლოეს 15 წელიწადში საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ეტაპობრივად ამაღლდება და 2024 წელს არსებული 106-ე პოზიციიდან 2039 წელს 99-ე ადგილზე იქნება“, – ნათქვამია World Economic League Table 2025-ის ანგარიშში.