სოზარ სუბარი სამი ოპოზიციური პარტიის მიერ დაფინანსების აღებაზე: მოვითხოვ “ქართული ოცნებისგან”- როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე პარტიების განცხადებები მანდატების დატოვების მოთხოვნით და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან

სოზარ სუბარი სამი ოპოზიციური პარტიის მიერ დაფინანსების აღებაზე: მოვითხოვ “ქართული ოცნებისგან”- როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე პარტიების განცხადებები მანდატების დატოვების მოთხოვნით და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მიერ სახელმწიფო ბოუჯეტიდან დაფინანსების მიღებას ჟურნალისტებთან აფასებს.
პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის სცენარით მოქმედებს.
„2020 წლის არჩევნებზეც ამბობდა, რომ არ აღიარებდნენ შედეგებს და არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ, მაინც შემოვიდნენ.“- განაცხადა სოზარ სუბარმა და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის შეკრებისთანავე, განიხილონ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები მანდატების შეჩერებაზე, დააყენონ საკითხი განხილვაზე და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან.
„კოლექტიური ნაცმოძრაობა 2020 წლის არჩევნებზეც ამბობდა, რომ არ აღიარებდნენ შედეგებს და არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ, მაინც შემოვიდნენ. და არა მხოლოდ შემოვიდნენ, არამედ თვეების განმავლობაში იხვეწებოდნენ, რომ ის განაცდური, რამდენიმე თვის ხელფასები, რომლებიც მათ არ ჰქონდათ აღებული, დარიცხოდათ. ზუსტად იმავე გზით მიდიან ახლაც. 2020 წლის შემთხვევა რომ არ განმეორდეს, კატეგორიულად მოვითხოვ “ქართული ოცნებისგან”- როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე იმ პარტიების განცხადებები, რომელთაც მანდატების დატოვების მოთხოვნით მიმართეს პარლამენტს და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას