აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს

აშშ უკრაინის წინააღმდეგ ს ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახაზინო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანი ავრცელებენ.
კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 150-ზე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა. სანქციების ქვეშ თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, მალდივებსა და ტაჯიკეთში მდებარე კომპანიების მოხვდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავის მხრივ, 100-ზე მეტი პირი დაასანქცირა სანქციებისთვის გვერდის ავლისთვისა “და რუსეთის სამომავლო ენერგეტიკული საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.”
“შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტების გამოყენებას ანგარიშვალდებულებისთვის ში რუსეთის დანაშაულებისთვისა და მათთვის, ვინც აფინანსებს და მხარს უჭერს რუსეთის ომის მანქანას,” – განაცხადა ბლინკენმა.