რომელ სექტორს აქვს ყველაზე მაღალი ვადაგადაცილებული სესხები?

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, დაკრედიტება 61.7 მილიარდი ლარამდე გაზარდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.
საბანკო სექტორში 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 1.03 მილიარდ ლარს შეადგენს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კრედიტების ვადაგადაცილება მთლიანი პორტფელის 1.6% იყო.
ყველაზე მეტი ვადაგადაცილება სოფლის მეურნეობის სექტორში ფიქსირდება, მეორე ადგილზე სასტუმროების სექტორია, მესამეზე კი უძრავი ქონების დეველოპმენტი.
სოფლის მეურნეობის სექტორი – 96 მილიონი ლარი;
სასტუმროები და ტურიზმი – 83 მილიონი ლარი;
უძრავი ქონების დეველოპმენტი – 81 მილიონი ლარი;
ვაჭრობა (სხვა) – 67 მილიონი ლარი;
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა – 54 მილიონი ლარი;
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები – 40 მილიონი ლარი;
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) – 34 მილიონი ლარი;
მათ შორის: ექსპორტიორები – 22 მილიონი ლარი;
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები – 12 მილიონი ლარი.