“საქმე ეხება მრავალწლიან პატიმრობას” – სალომე ზურაბიშვილზე

კვირას იმართება ახალი პრეზიდენტის, ს ინაუგურაცია. ამ პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობს:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მას აკისრია ძალიან მნიშნელოვანი და რთული ფუნქცია, ის იქნება საუკეთესო პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისთვის” – ამბობს ირაკლი .

კითხვაზე თუ რა მოლოდინები აქვთ ს ქმედებაზე, დატოვებს თუ არა სალომე ორბელიანების სასახლეს ირაკლი მ უპასუხა, რომ:

“მე მგონია, რომ გონივრულად იმოქმედებს , მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, შესაბამისად იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას, არა მარტო სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამინისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული, ამიტომ მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე 100-150 ადამიანს” – ამბობს ირაკლი კობახიძე.