ვერცხლის სამკაულის ქართული ბრენდი “კალეისი” ადგილობრივ ბაზარზე 6 წლის წინ, 2018 წლიდან გამოჩნდა და მომხმარებელს მინიმალისტური სტილის, ხელნაკეთ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. როგორც “კალეისის” თანადამფუძნებელი, თათა კაპანაძე აღნიშნავს, ბრენდის ასორტიმენტი, ტრადიციულ აქსესუარებთან ერთად, პერსონალიზებულ საიუველირო ნაწარმსაც მოიცავს.
“კალეისი უკვე 6 წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და არამარტო. ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის ვერცხლისგან (სინჯი 925) მინიმალისტური სტილის სამკაულს როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. 2021 წელს, ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ჩვენი პროდუქტი საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანეთ და იმ დროიდან მოყოლებული აქტიურად ვყიდით როგორც ესტონეთში, ისე გერმანიასა და ამერიკაში.
ამ ეტაპზე გვაქვს 4 ძირითადი ხაზი: ბეჭდების, საყურეების, სამაჯურებისა და ყელსაბამების. ამის გარდა, გვაქვს კორპორაციული მიმართულება, რაც გულისხმობს პერსონალიზებული ვერცხლის პინების დამზადებას კომპანიების თანამშრომლებისთვის, პარტნიორებისა თუ მომხმარებლებისთვის”, – განმარტავს თათა კაპანაძე.
“კალეისი” ვერცხლის სამკაულების დიზაინზე თავად დამფუძნებლები, თათა კაპანაძე და მარიამ ხუხუნაიშვილი მუშაობენ. დიზაინების სისრულეში მოსაყვანად კი ბრენდი სამ ოქრომჭედელს ასაქმებს.
“კალესის” ვერცხლის სამკაულების შეძენა მომხმარებელს თბილისში, “კაბა”-ს შოურუმში შეუძლია. ამასთან, ბრენდი რეალიზაციისთვის გაყიდვების ციფრულ არხებს, სოციალურ ქსელებსა და ელექტრონული კომერციის ვებგვერდებს იყენებს.
„ონლაინ სივრცეში ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც www.kaleisi.ge-სა და etsy.com-ზე, ისე ჩვენი Facebook და instagram პლატფორმების მეშვეობით. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია extra.ge-ზეც არის განთავსებული”, – ამბობს თათა კაპანაძე.
“კალეისი” ერთ-ერთია იმ სამასამდე მცირე ბიზნესს შორის, რომლებსაც, ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის ფონზე, წინასაახალწლოდ მარკეტინგული აქტივობების გაუქმება მოუწიათ. როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ბიზნესებისთვის ოპერირების რეგულარული ენთუზიაზმით გაგრძელება რთულია.
“მცირე მეწარმეებისთვის საშობაო მარკეტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაყიდვების არხია და მათზე უარის თქმა, ფაქტობრივად, საარსებო შემოსავლის მიღებაზე უარის თქმას ნიშნავს. რთულია, ასეთ დროს სოციალურ სივრცეებში საკუთარი პროდუქტს ათავსებდე და ხალხს ყიდვისკენ მოუწოდებდე. ამ მხრივაც, რა თქმა უნდა, შეგვიმცირდა გაყიდვები და ძალიან გვიჭირს ზამთრის პერიოდის გადაგორება, რომელიც ყველაზე ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო”, – ამბობს თათა კაპანაძე.
მცირე ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, იმ მეწარმეების, რომლებიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შეფერხებით მუშაობენ, Extra-სა და “საქართველოს ბანკის“ ერთობლივი ინიციატივით, Extra-ს პლატფორმა განსაკუთრებული პირობით დაეთმობათ. 19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ბრენდები საკუთარ ნაწარმს extra-ზე საკომისიოს გარეშე განათავსებენ და უფასო საკურიერო სერვისით ისარგებლებენ.
თავის მხრივ კი, მომხმარებელი, რომელიც extra-ზე “მხარდაჭერის” კატეგორიაში განთავსებული ბრენდების პროდუქციას შეიძენს, საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას, შეძლებს 10-ჯერ მეტი PLUS ქულა (მაქსიმუმ 20 000 ქულა) დააგროვოს, ხოლო SAVE15 კოდის გამოყენებით ისარგებლებს 15%-იანი (მაქსიმუმ 150 ლარამდე) ფასდაკლებით.
“ექსტრას და საქართველოს ბანკის ინიციატივა, დაეხმარონ ქართველ მეწარმეებს პროდუქტების რეალიზაციაში სრულიად უსასყიდლოდ, ვფიქრობ, სუპერ გადაწყვეტილებაა. გაყიდვების ახალი არხის გააქტიურება ამ სიტუაციაში ჩვენთვის, მცირე ბიზნესის მფლობელებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მათ, რომ ზრუნავენ ქართველი მეწარმეების ბიზნესების გადარჩენასა და განვითარებაზე”, – ამბობს “კალეისის” თანადამფუძნებელი.
Extra-სა და „საქართველოს ბანკის“ შეთავაზებით სარგებლობა მცირე ბიზნესებს კვლავ შეუძლიათ. ამისთვის საჭირო სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა, რის შემდეგაც extra-ს გუნდი მცირე მეწარმეებს თავად დაუკავშირდება.