უქმე დღეების გამო, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს

უქმე დღეების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ს სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრი მუშაობას 13 იანვრიდან, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო, გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ. ხოლო 13 იანვრიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე უქმე დღეს დაემთხვევა, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს გასაჩივრების ვადით ისარგებლოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან – იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია