საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს – ცესკო

საპარლამენტო ს შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს –
კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებზე: ესენი დღეს კიდევ ერთხელ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით – დავიჯერო, ვერ ხვდებიან?

თამარ ჩიბურდანიძე: გუშინდელმა დასანქცირებამ ფარდა ახადა დიდ ტყუილს, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებდა, თითქოს ივანიშვილის ფინანსების დაკავება მათგან არ იყო. აშშ-ს უსამართლობამ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა

ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის დაფინანსებაზე: ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე