ISW – ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გუნდის სამშვიდობო გეგმა არ მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ მიიღო -ის არჩეული პრეზიდენტის, ს გუნდის მიერ შემუშავებული წინადადება ში მშვიდობის შესახებ, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პუტინმა პირდაპირ უარყო ტრამპის გუნდის წინადადება, რომლის თანახმადაც, ომის დასრულების პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმუმ ათი წლით გადადება იყო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 დეკემბერს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გუნდის ამ იდეაზე კომენტირებისას პუტინმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინა ნატო-ს „დღეს შეუერთდება, ხვალ თუ 10 წელიწადში“.
„პუტინის 26 დეკემბრის განცხადება არის იმ კომენტარების იმ სერიის ნაწილი, რომელიც მან ბოლო დროს გააკეთა და დაადასტურა უარი განიხილოს კომპრომისები მის მიერ 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში წამოყენებულ მოთხოვნებზე. ეს მოთხოვნები მოიცავს უკრაინის იძულებას გახდეს მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არასოდეს შეუერთდება ნატო-ს, უკრაინის არმიის რიცხოვნობაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და უკრაინის ხელისუფლების გადაყენებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს