სპეცრაზმის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ქვეყანა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახურის შემდეგ, ახლა უკვე ქვეყანა დატოვა.
იგი ფეისბუქზე ოჯახთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და -ის საელჩოს საქართველოში.
“განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით”, – წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, მიზეზად კი პატაკში „ოჯახური პირობები“ დაასახელა.
ფეისბუქზე მან გამოაქვეყნა პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.
29-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!

დავით დარჩიაშვილი – სალომე ზურაბიშვილს რაც შეუძლია აკეთებს, ის არ გარბის საფრანგეთში, სადაც შეეძლო მშვიდად ეცხოვრა და დავუფასოთ ეს! შალვა პაპუაშვილის პოსტები კი მაგონებს დიმიტრი მედვედევის აქტიურობას