“მომავალი ევროპაა” – თბილისში სასულიერო პირების შვილების მარში მიმდინარეობს

“მომავალი ევროპაა” – თბილისში სასულიერო პირების შვილების მარში მიმდინარეობს
თბილისში სასულიერო პირების შვილების მარში მიმდინარეობს – სასულიერო პირების ოჯახის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი არჩევანი ევროპაა.
დღეს იმიტომ გამოვედით, რომ ამ ქვეყანას ისევ რუსეთიზაციის პროცესში ჩაბმის საშუალება არ მივცეთ – ამბობენ მარშის მონაწილეები, რომლებიც ამ წუთებში პარლამენტისკენ მიემართებიან.
ჩვენ სასულიერო პირების შვილები დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპა. ჩვენ კარგად ვიცით, რა გაგვიკეთა რუსულმა პოლიტიკამ. წაგვართვა მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის – ავტოკეფალია. დღეს იმიტომ გამოვედით, რომ ამ ქვეყანას ისევ რუსეთიზაციის პროცესში ჩაბმის საშუალება არ მივცეთ, საითაც ჩვენს ხელისუფლებას მივყავართ. არ დავკარგოთ ავტოკეფალია, რადგან კარგად გვახსოვს, თუ რა უქნეს თუნდაც ჩვენს ეკლესიებს. ჩვენ დღეს იმისთვის შევიკრიბოთ, რომ დავაფქისიროთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ბრძოლა ბოლომდე გაგრზელდება და ჩვენ ამ ბრზოლას აუცილებალდ ბოლომდე მივიყვანთ”, – ამბობს სასულიერო პირის შვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება