ოსიმენის გადასაბირებლად “ჩელსის” სახელფასო განაკვეთის გადახედვა მოუწევს

“ჩელსი” პრემიერლიგაში მეთორმეტე ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება მომავალი სეზონისთვის რომელიმე ევროსაგზურის მოპოვება და კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.
ლონდონური კლუბი თავდამსხმელების ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) დ აივან ტონის (ბრენტფორდი) შეძენას აპირებს, თუმცა ეს იოლი არ იქნება და თუ მაინც შეძლო, ფეხბურთელთა სახელფასო განაკვეთების გადახედვა მოუწევს, – იტყობინება ბრიტანული “ტელეგრაფის” ჟურნალისტი მეტ ლოუ.
ლოუ აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა ოსიმენი და ტონი მათ გუნდში გადასვლაში დაარწმუნოს, იძულებული იქნება დიდი ხელფასი შესთავაზოს, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე კვირაში 116 ათასი ევრო, რაც გუნდში სახელფასო სტრუქტურის შეცვლას
გამოიწვევს.
ოსიმენმა ამ სეზონში სერია A-ს 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ტონიმ კი გასულ სეზონში პრემიერლიგის 33 შეხვედრაში 20-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. Transfermarkt-ის მიხედვით ოსიმენის ფასი 120 მილიონია, ხოლო ტონის – 35 მილიონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში