“ტიტუშკებო, ჩვენ თავები გაგვიტყდა, თქვენ სახელები” – აქცია თბილისში

საქართველოში პროტესტის 29-ე დღეა – სპორტის სასახლესთან მარკეტერები, პიარ სპეციალისტები და დიზაინერები შეიკრიბნენ, რომლებიც ამ წუთებში თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.
ადამიანები, რომლებიც ხელახალი ს დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, პარლამენტისკენ მარშით დაიძრნენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ საჭიროა, “ქართული ოცნების” რეჟიმმა თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა დაკავებული, მათ შორის, გიორგი ოკმელაშვილი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააპატიმრეს, გამოუშვას.