დავით ქართველიშვილი: საქართველო „ჯუნგლები” არაა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით „ბგაბგო” სალომეს დესანტირების შემთხვევაში მას, რა თქმა უნდა, ლეტალური ფინალი არ ემუქრება, მაქსიმუმ ციხეში მოვათავსოთ

დავით ქართველიშვილი: საქართველო „ჯუნგლები” არაა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით „ბგაბგო” სალომეს დესანტირების შემთხვევაში მას, რა თქმა უნდა, ლეტალური ფინალი არ ემუქრება, მაქსიმუმ ციხეში მოვათავსოთ
„თუ სალომე „ბგაბგოს” მისი აგენტოკრატები სწორედ ტიხანოვსკაიას სცენარს მოარგებენ და „დევნილობაში ლეგიტიმური პრეზიდენტის” სტატუსს მიანიჭებენ, საშუალებას მისცემენ საკუთარი ჯიბის „მთავრობა” ჩამოაყალიბოს, რა გაეწყობა, ამაში მისთვის გაღებული ყოველთვიური გასამრჯელო სხვა არაფერი იქნება, თუ არა „ოპერთანამშრომლის” მიერ თავისი აგენტის შესანახად გაღებული ფინანსური სტიმულირების აქტი,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე აკეთებს აქცენტს და იმ გზებზე საუბრობს, რომლის არჩევანის წინაშეც პრეზიდენტი დგას.
„კარლბილდტისებრთა” გამოჩენამ არ უნდა გამორიცხოს სალომე „ბგაბგოს”-თვის მეორე გამოსავალიც – ტიხანოვსკაიას გზის სახით. თუმცა, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ეს არის უბრალოდ „გავლენის აგენტის” შესანარჩუნებლად გაღებული ხარჯები. ტიხანოვსკაიას დღესაც ბელარუსის ერთადერთ „ლეგიტიმურ” პრეზიდენტად მოიხსენიებენ ჩვენი „ბგაბგო” სალომეს მეგობარი-პრეზიდენტები. ამის უკან კი არაფერი პრაქტიკული ინტერესის მქონე არ დევს. ამით დიდი ხანია არც ლუკაშენკო იწუხებს თავს, რომლის ქარავანი წინ მიდის სხვადასხვა ქუჩის ძაღლების ყეფის ფონზე.
თუ სალომე „ბგაბგოს” მისი აგენტოკრატები სწორედ ტიხანოვსკაიას სცენარს მოარგებენ და “დევნილობაში ლეგიტიმური პრეზიდენტის” სტატუსს მიანიჭებენ, საშუალებას მისცემენ საკუთარი ჯიბის „მთავრობა” ჩამოაყალიბოს – რა გაეწყობა, ამაში მისთვის გაღებული ყოველთვიური გასამრჯელო სხვა არაფერი იქნება, თუ არა „ოპერთანამშრომლის” მიერ თავისი აგენტის შესანახად გაღებული ფინანსური სტიმულირების აქტი. აი აქ კი, „ბგაბგო” სალომეს კიდევ ერთი აფრიკელი „გმირი” – კრისტიან მალანგა უნდა შევახსენოთ. კონგოს რესპუბლიკის დევნილობაში ჩამოყალიბებული მთავრობის მეთაური, კრისტიან მალანგა თავის ქვეყანას მშვიდობიანად მართავდა ბრიუსელიდან. მან საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს და ადგილობრივი ენჯეო სექტორის ორგანიზებით, რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო ბიბლიოთეკის შენობაში თბილისში ტრენინგებიც კი ჩაგვიტარა. შემდეგ აგენტოკრატებმა მას მშობლიურ კონგოში „დესანტირება” უბრძანეს, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით, რა დროსაც ადგილობრივ ძალებთან შეტაკების დროს, 2024 წლის 19 მაისს ის მოკლული იქნა. საქართველო “ჯუნგლები” არაა და ანალოგიური მიზნით “ბგაბგო” სალომეს დესანტირების შემთხვევაში – მას რა თქმა ლეტალური ფინალი არ ემუქრება, მაქსიმუმ ციხეში მოვათავსოთ…” – წერს დავით ქართველიშვილი.