ახალი ს დანიშვნაზე: მერამდენეჯერ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის – იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში

შალვა პაპუაშვილი ახალი ს დანიშვნაზე: მერამდენეჯერ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის – იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში
ნიკა გვარამია მერამდენეჯერ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის. რამდენჯერ არის, რომ გამოდის, იტყვის დიდ სისულელეს და ვხედავთ, რომ ამ სისულელეს მგონი, საბოლოო ჯამში, თავად სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას, რომ მოქმედ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.
„მე მგონი, ნიკა გვარამია მერამდენეჯერ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის. რამდენჯერ არის, რომ გამოდის, იტყვის დიდ სისულელეს და ვხედავთ, რომ ამ სისულელეს მგონი, საბოლოო ჯამში, თავად სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს. ასე, რომ რა გითხრათ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი ტყუილად დროს დავკარგავთ, მაგრამ ფაქტი მარტივია და სახეზეა.
29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ეს ზიანი იყოს აღმოფხვრილი და ამ ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში. ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში