დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ – ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება დაიბადა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, მას ბევრი „უსამართლო“ რამ ესმის, რის პასუხს „შეგნებულად“ არიდებს თავს.
„დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ. ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება დაიბადა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ვაფასებ მათ მაღალ მოქალაქეობრივ თავდადებას.
ბევრი უსამართლო რამ მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ. ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას ამის შესაძლებლობა მექნება.
მანამდე კი, ყოველი მებრძოლის გვერდით ჩემს თავს ვხედავ, რადგან ახლა რამაც ქართველი ხალხი გაერთიანა, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი და მისი დაკარგვის საფრთხემ, სიცოცხლის რისკის ფასად, სამშობლოში დამაბრუნა“,- წერს სააკაშვილი.