ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, კვარტეტი „ხობი“, სამუსიკო სკოლის გუნდი, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო ცეკვის და საესტრადო სიმღერების ჯგუფები წარდგნენ. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ. საღამო დიჯეი OTO-ს კონცერტით გაგრძელდა.
„ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 27 დეკემბერს, ცენტრალურ პარკში – „ახალი წლის დღეები ხობში“, ხოლო 28 დეკემბერს – „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტი გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ