საქართველოში ყველა სკოლა 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული… – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში ყველა სკოლა 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული და აშენებული ერთიანი, ევროპული სტანდარტის მიხედვით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომმოსწავლეები და ჩვენი მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს.

„რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოგეხსნებათ, რომ შარშან ჩემი დავალებით დავიწყეთ მასშტაბური პროგრამა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა ბოლო წლებში, დავიწყეთ 1000-მდე ახალი სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა. მინიმუმ მილიარდი ლარი დაიხარჯება პროექტის ფარგლებში და საქართველოში ყველა სკოლა 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული და აშენებული ერთიანი, ევროპული სტანდარტის მიხედვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი შვილები, ჩვენი ბავშვები და ჩვენი მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს. შარშან უკვე დავაკონტრაქტეთ რამდენიმე ასეული სკოლა და წელსაც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. 2024 წელს ასევე დაგეგმილია პროექტში 250 სკოლამდე ჩასმა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან