“თეატრალურის კვარტეტი”: ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ძვირფასი მომენტების გასაზიარებლად – ფეხბედნიერი იყოს 2025 წელი საქართველოსთვის!

“თეატრალურის კვარტეტი”: ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ძვირფასი მომენტების გასაზიარებლად – ფეხბედნიერი იყოს 2025 წელი საქართველოსთვის!
“თეატრალურის კვარტეტი” საახალწლო ღონისძიებების განრიგს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი მზად არიან სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ასევე, კვარტეტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
“საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ შობის დღესასწაულს!
გვიახლოვდება ახალი წელი და გვინდა ბედნიერი წელიწადი გისურვოთ სრულიად საქართველოს – ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატება იყოს თქვენი წლის მეგზური!
აქვე, მთელი გულით ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47 წლის თავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ილია მეორეს – დაე, მრავალჟამიერ იყოს მისი სიცოცხლე!
ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო საქართველოს რეგიონებში. ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ერთად ძვირფასი ადამიანური მომენტების გასაზიარებლად.
21.12.2024 – ბოლნისი 25.12.2024 – ვანი 26.12.2024 – ჩოხატაური 29.12.2024 – თეთრიწყარო 30.12.2024 – დედოფლისწყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“