საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში დასრულდა გრანდიოზული საჩემპიონო რევანში პლანეტის ორ უძლიერეს სუპერმძიმეწონოსანს შორის – ბრიტანელი ტაისონ ფიური ცდილობდა რევანში აეღო უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან 19 მაისს განცდილი მარცხისთვის. მათი პირველი ბრძოლისას გამოვლინდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, ახლა კი თამაშდებოდა საჩემპიონო ქამრები WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ვერსიით.
საბოლოოდ, სამივე მსაჯმა უპირატესობა უსიკს მიანიჭა – 116:112, 116:112, 116:112. ახლა უკრაინელს 23-დან 23 მოგება აქვს პროფესიულ რინგზე. ის სამ საჩემპიონო ქამარს ფლობს.
ბრძოლამ არა მხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური რეკორდი დაამყარა: ბოქსიორებმა საერთო $191 მილიონი გაინაწილეს, რაც პირველ ბრძოლასთან შედარებით $41 მილიონით მეტია.
უსიკისთვის ეს თანხა კარიერაში ყველაზე დიდი საპრიზო ჰონორარი გახდა — $104,5 მილიონი.
ბრძოლამ არა მხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური რეკორდი დაამყარა: მოკრივეებმა $191 მილიონი გაინაწილეს, რაც პირველ ბრძოლასთან შედარებით $41 მილიონით მეტია.
უსიკისთვის ეს თანხა კარიერაში ყველაზე დიდი საპრიზო ჰონორარი გახდა — $104,5 მილიონი.
,,კომერსანტი“ მოგითხრობთ, როგორ გახდა უსიკისა და ფიურის ბრძოლა კრივის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარის მესაკუთრე და კიდევ რომელი ბრძოლებია ამ სიის მოწინავე პოზიციებზე.
ფლოიდ მეივეზერი კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ (2017)
მეივეზერმა ამ ბრძოლაში $280 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მაკგრეგორმა – $100 მილიონი.
ტრანსლაციების და ბილეთების გაყიდვით $600 მილიონზე მეტი შეგროვდა, რაც დასახელებულ ორთაბრძოლას კრივის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ღონისძიებად აქცევს. შეგახსენებთ, რომ პენსიიდან დაბრუნებულმა მეივეზერმა კონორს შანსი არ დაუტოვა და მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა.
ფლოიდ მეივეზერი მენი პაკიაოს წინააღმდეგ (2015)
დაპირისპირება მალევე „საუკუნის ბრძოლად“ მოინათლა. მეივეზერმა ამ შეხვედრიდან $250 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო პაკიაომ — $150 მილიონი.
მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ ბრძოლა ლას-ვეგასში გაიმართა, თუმცა ბევრმა მაყურებელმა დაპირისპირება უინტერესოდ ჩათვალა ფლოიდ მეივეზერის ფრთხილი სტილის გამო. მეივეზერმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.
ალექსანდრ უსიკი ტაისონ ფიურის წინააღმდეგ 2 (2024)
უსიკმა ბრძოლიდან რეკორდული $104,5 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო ფიურიმ — $85,5 მილიონი.
ტაისონ ფიური ალექსანდრ უსიკი 1 (2024)
პირველ შეხვედრაში უსიკსა და ფიურის შორის ფსონები კიდევ უფრო მაღალი იყო. პრიზის ფონდი შეადგინა $150 მილიონი, რომელთაგან $105 მილიონი მიიღო ფიურიმ, ხოლო $45 მილიონი – უსიკმა.
ფლოიდ მეივეზერი საული ალვარესი (2013)
მეივეზერმა $80 მილიონი გამოიმუშავა, მოიგო ახალგაზრდა კანელო ალვარესი. ეს ბრძოლა ალვარესთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა, ხოლო მეივეზერისთვის – კრივის სამყაროში მისი დომინირების დამადასტურებელი ფაქტი.
ენტონი ჯოშუა vs. ენდი რუისი (II, 2019)
რევანშმა საუდის არაბეთში ჯოშუას 85 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა, ხოლო რუისმა 13 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.