ეკა სეფაშვილი: ოთხ დღეში, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ეს იარაღი გამოეცლება ხელიდან ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირება

ეკა სეფაშვილი: ოთხ დღეში, როცა პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ეს იარაღი გამოეცლება ხელიდან ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირება
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჯერჯერობით დეიურე საქართველოს პრეზიდენტია ცდილობს, რომ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და გარედან მიღებული დავალებები შეასრულოს. ერთ-ერთი დავალება, რაც მას აქვს ძალიან მრავალრიცხოვანი და ჭრელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაა. თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და ვერ გააერთიანა. ყველას აქვს ოპოზიციურ სპექტრში თავისი მისწრაფება, თავისი ამბიცია, ყველას უნდა რომ ლიდერი იყო და ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. 4 დღეში, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას დეიურე ეს იარაღი გამოეცლება ხელიდან, ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, დაპირისპირებული ოპოზიციიდან სხვადასხვა სცენარს შესთავაზებენ საზოგადოებას თუმცა არც ერთი მათგანი იმუშავებს.
„ისინი რაიმე ღირებულს ვერ შესთავაზებენ საზოგადოებას. ერთადერთი რის გარშემო ისინი ერთიანდებიან ეს არის რომ ხელისუფლება შეცვალონ ძალისმიერი მეთოდებით. ამას ისინი ვერ ახერხებენ. ამას ყველაფერს სჭირდება ხალხი, რომელსაც არ სჯერა ხელისუფლების. თუმცა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ხალხს სჯერა ხელისუფლების, რომელიც აირჩია და მისცა მანდატი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, პროტესტი, რომელიც აქვთ არ არის გულწრფელი, ეს არის კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული აქცია და მას პატრიოტიზმთან არაფერი აკავშირებს. ეკა სეფაშვილის განცხადებით, რადიკალებმა ვერაფრით ვერ დაადასტურეს, რომ გაყალბდა და მათ სიცრუეზე პასუხი იყო ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა ოპოზიციის სპეკულაციებს.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, რადიკალების მიზანი ყველასთვის ნათელია და ეს მაკკეინის ინსტიტუტმაც დაწერა, რომ მათ სჭირდებათ მსხვერპლი.
„ხელისუფლების ძალისმიერი გადატრიალების გზა, მათი მომხრეებისთვისაც კი არის მიუღებელი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ბოკვრის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა, ბიზნესი დააწიოკა, ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა – როგორი პარადოქსია

აჩიკო ნიჟარაძე: ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას. ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურები საქმეს, რომელსაც შეუძლია ხალხის გაერთიანება