ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში
არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის თემაზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
„ეს არის რადიკალების ჯგუფი, გალიდერებული . კარგად ახსოვს საზოგადოებას, ჩვენ ვაანონსებდით, რომ იქნება მათი ტრაგიკომედიის საბოლოო გათამაშება, აბსურდის თეატრის, რომ სალომე ზურაბიშვილს გაალიდერებენ. წინასაარჩევნოდ ის ამბობდა, საარჩევნო შტაბად უნდა გადავაქციოო. ყველა მისი ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური, არის მიმართული იმ გაიდლაინების და დავალებების მიხედვით, რომლებიც ჩამოსულია.
ამას უტიფრად, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, პირდაპირ თავისი სოცმედიის თუ ტელეარხებით ამას უტიფრად ამტკიცებენ და რეცხავენ იმ ახალგაზრდების ტვინებს, ვინც ჯერ კიდევ მოწყვლადია ამ ცრუ აღქმების მიმართ, რასაც ეს დესტრუქციული ოპოზიცია და უსამშობლოთა გაერთიანება გვთავაზობს, უკვე წლებია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას