პარლამენტთან პროტესტი განახლდა – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა “ქალების მარში”.
“ქალების მარში” პარლამენტთან ფილარმონიიდან ორბელიანების სასახლის გავლით მივიდა. ორბელიანების სასახლესთან მარშის მონაწილეებთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა და სიტყვით მიმართა.
ასევე, აქციას შეუერთდნენ კურსდამთავრებულებიც, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს. მოგვიანებით რუსთაველი გამზირამდე მსვლელობას გამართავს „ერთიანობის მარშიც“.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას