შალვა პაპუაშვილი – თანაგრძნობას ვუცხადებ აზერბაიჯანელ ხალხს – ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის უცხადებს.
პარლამენტის თავმჯდომარე დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
,,დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ “აზერბაიჯანული ავიახაზების” თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანაგრძნობას ვუცხადებ აზერბაიჯანელ ხალხს. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – წერს შალვა პაპუაშვილი X -ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!