დე ბრუინი შესაძლოა, თავისი ყოფილი მწვრთნელის კლუბში ჩაირიცხოს

Fanatik-ის ინფორმაციით, “ფენერბაჰჩე” “სიტის” 33 წლის ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის დამატებითაა დაინტერესებული.
გამოცდილ ბელგიელ შუახაზელს მანჩესტერულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
სტამბოლური გუნდის სპორტული დირექტორი მარიო ბრანკო უახლოეს მომავალში ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ “ფენერბაჰჩეს” სათავეში ჟოზე მოურინიო უდგას, რომელიც ბელგიელს “ჩელსიში” ავარჯიშებდა.