როგორც დაანონსებული იყო “ვალენსიას” მწვრთნელად 41 წლის კარლოს კორბერანი დანიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
კორბერანს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და ის “ღამურებს” უკვე 4 იანვარს “რეალთან” მატჩში უხელმძღვანელებს.
კორბერანი ვალენსიას ავტონომიაში დაბადებული, ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია, “ვალენსიას” დუბლების მეკარე იყო, ბოლოს “ვესტ ბრომვიჩს” ედგა სათავეში, რომელსაც გამოსასყიდ თანხად 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.