ოზურგეთის მერი: ინფრასტრუქტურის განახლებაზე მიმართული იქნება სასტარტო ბიუჯეტის 19% რაც 8 178 000 ლარს შეადგენს

„ ოზურგეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტების პარალელურად, ვიწყებთ ახალი პროექტების განხორციელებას, რომლის ნაწილიც უკვე დაანონსებულია. ეს პროექტებია: ძიმითში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია; შემოქმედი (ფატარის უბნის) – ბოხვაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ჯუმათში (იანეთი) შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია; ნატანებში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; დაბა ნარუჯაში მე-5 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, წმინდა გიორგის ქუჩის მე-2 შესახვევში გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის მე-3 შესახვევში გზის რეაბილიტაცია; დაბა ურეკში წერეთლის, გოგუაძის, მაგნეტიტის და ზემოურეკის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; ნაგომარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, თავართქილაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ავთანდილ თალაკვაძემ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტზეც „სტრიტ არტი ოზურგეთისთვის“ ისაუბრა, რომელიც ქალაქის იერსახის განახლების მიზნით მერიამ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, არაერთ ლოკაციაზე შესრულდა გრაფიკული ნახატები, რასაც საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს