კინოსტუდია Disney-მ ახალი ანიმაციიდან ჯადოსნური ნატვრა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ფილმის მთავარი სიმღერა 29, მათ შორის, ქართულ ენაზეც არის შესრულებული.
ქართული ვოკალის მოსმენა 1:27 წუთიდან არის შესაძლებელი. სამწუხაროდ 9 წამის განმავლობაში არ ისმის არც ერთი სიტყვა, თუმცა სრული სიმღერის მოსმენა Youtube-ზე და სხვა მუსიკალურ პლატფორმებზეა შესაძლებელი.
ჯადოსნური ნატვრა Moana-ს და Frozen-ის შემქმნელების ერთობლივი ნამუშევარია, რომელშიც მთავარ გმირებს ჰოლივუდის ვარსკვლავები არიანა დებოსე, კრის პაინი და ევან პეტერსი ახმოვანებენ.
ანიმაციის ქართულ ვერსიაში მთავარ გმირ აშას მომღერალი სოფო ბათილაშვილი ახმოვანებს.
Disney-ს ანიმაციის ნახვა ქართველ მაყურებელს კინოთეატრებში უკვე შეუძლია.